ხელსაბანი
სპეციალურად შექმნილი წყლის დაზოგვის ფუნქციის მქონე კომპაქტური ხელსაბნი აღჭურვილია ჰერმეტულად იზოლირებული სუფთა წყლის ავზით და უნიკალური ფეხის პედლიანი პოზიციონირების მექანიზმით, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მარტივად გამოიყენოს ხელსაბანი და არეგულიროს წყლის ჭავლი.
სპეციფიკაცია

სიმაღლე: 164cm

სიგანე: 65cm

სიღრმე: 49cm

წონა: 30kg
მახასიათებლები

გამძლე კონსტრუქცია

ადგილზე მიწოდება

დასერვისება
პარამეტრები

ქაღალდის ხელსახოცის დისპენსერი

საპნის დისპენსერი

დეზინფექცია მომსახურების დროს
ხშირად დასმული კითხვები
გაქვთ კითხვა? ჩვენ დაგეხმარებით.
რა არის ხელსაბანის ღირებულება?
თითოეული შეკვეთა განიხილება ინდივიდუალურად. იგი დაკავშირებულია შემდეგ პარამეტრებთან:
- მდებარეობა,
- შერჩეული მოდელი,
- შესაძლო ვარიანტები,
- მომსახურების სიხშირე.
რამდენი ხნით შეიძლება ხელსაბანის ქირაობა?
ხელსაბნის გაქირავების პერიოდი დამოკიდებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. ღონისძიებების შემთხვევაში 1-2 დღეა, ხოლო სამშენებლო მოედნის ან და სხვა კონკრეტული პროექტის შემთხვევაში რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდს მოიცავს.
რა დრო სჭირდება შეკვეთის დასრულებას / აღჭურვილობის ადგილზე მიტანას?
შეკვეთების უმეტესობა ხორციელდება უკიდურესად სწრაფად – შეკვეთის მომენტიდან 48 სთ-ის განმავლობაში.
რა სიხშირით სერვისდება ხელსაბანი?
მომხმარებლების კმაყოფილების უზრუნველსაყოფად, სერვისი უნდა განხორციელდეს ყოველკვირეულად. ასევე შესაძლებელია სერვისი განხორციელდეს ორკვირაში ერთხელ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მცირე ადამინათა ჯგუფი სარგებლობს ხელსაბნით. ყოველ 2 კვირაზე ნაკლები მომსახურება მნიშვნელოვნად აუარესებს სარგებლობის კომფორტს. ღონისძიებების შემთხვევაში, სერვისი შეიძლება საჭირო გახდეს დღეში რამდენჯერმეც კი.
როგორ შევუკვეთო ხელსაბანი?
შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ტელეფონით 032 219 6887 ან ელ-ფოსტის საშუალებით kiki@kiki.ge
როგორ განვსაზღვრო საჭირო ხელსაბნების რაოდენობა?
საჭირო ხელსაბანების რაოდენობა განისაზღვრება გამოყენების პერიოდისა და იმ ადამიანების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც პოტენციურად გამოიყენებენ ხელსაბანს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.
ვინ არის ნაქირავებ ხელსაბანზე პასუხისმგებელი?
დამკვეთი პასუხისმგებელია დაქირავებულ ინვენტარზე და ვალდებულია დააბრუნოს ინვენტარი იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იყო მიწოდებული, რა თქმა უნდა ცვეთის გათვალისწინებით, რომელიც გამოწვეულია სათანადო გამოყენების შედეგად.