ჩვენს შესახებ

2018 წლიდან

მაღალი ხარისხის ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინვენტარი

კომპანია ,,ჰასი საქართველო’’ 2018 წლიდან ემსახურება, როგორც კერძო პირებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, მათ შორის სამშენებლო და ივენთ კომპანიებს. 

კომპანიამ ბაზარზე თავის დამკვიდრება უმაღლესი ხარისხის მობილური ბიოტუალეტების გაქირავებით და მასთან დაკავშირებული შესაბამისი მომსახურების შეთავაზებით დაიწყო.

დროთა განმავლობაში ასორტიმენტი გაზარდა და დღეს მომხმარებელს  მაღალი ხარისხის საჭირო ინვენტარის ფართო სპექტრს და მომსახურებას სთავაზობს სამშენებლო ობიექტებისთვის და ღონისძიებებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბიზნეს ინტერესების გარდა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროდუქტების გამოყენების ფართოდ გავრცელებას და შესაბამისი სამომხმარებლო კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი ჩვენს ქვეყანაში.

რატომ ჰასი?

595 066 887

ბიო ტუალეტი

უმაღლესი ხარისხის ამერიკული წარმოების პროდუქტი, რომელიც არჭურვილია ვენტილაციის უნიკალური სისტემით და კომფორტულია სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაობის დროს გამოსაყენებლად, ასევე სხვადასხვა მასშტაბის სპორტული თუ კულტურულ ღონისძიებების ტერიტორიაზე განსათავსებლად.

შიდა და გარე დაყენების ხელსაბანები

გამოიყენება როგორც სამშენებლო ობიექტზე, განსათავსებლად, ასევე სხვადასხვა ღია ცისქვეშ ორგანიზებული ღონისძიებებისთვის.
არ საჭიროებს წყალთან მიერთებას.

ბადისებრი
ღობე

გამოიყენება ტერიტორიის იზოლირებისათვის და გარეშე პირებისგან დასაცავად ხილვადობის დაშვებით.
სიგანე - 3.43 მ;
სიმაღლე - 2.00 მ

ჯებირი/უსაფრთხოების ბარიერი

განკუთვნილია ტერიტორიის განცალკევებისთვის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების მიმდინარეობის დროს.
სიგანე -2.50 მ;
სიმაღლე - 1.13მ.

დროებითი
კიბეები

გამოიყენება სამშენებლო ობიექტებზე და მარტივადაა შესაძლებელი მისი გარდაქმნა სასიარულო ბილიკად.