+995 32 219 6887
kiki@kiki.ge
განვითარებული თუ განვითარებადი სამყაროს უდიდეს ნაწილს გამართული წყალგაყვანილობა, ელექტროენერგია და მოწესრიგებული სანიტარული სისტემები დიდი ხანია აღარ უკვირს, თუმცა ნარჩენების დახარისხებისა და დეგრადირების პრობლემა მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას.
ცნობისთვის, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი 5 წლამდე ბავშვი მოუწესრიგებელი სანიტარული სისტემისგან გამოწვეული დაავადებებით კვდება; 4.5 მილიარდამდე ადამიანს გამართულ სანიტარულ სისტემაზე წვდომა არ აქვს და ნახევარი მსოფლიოს სანიტარული ნარჩენები გარემოში ხვდება. სანიტარული სისტემების მოწესრიგებისა და გარემოს მოფრთხილების მიზნით ბილ გეითსის ფონდმა $200 მილიონიც კი გამოყო, რაც განსაკუთრებით პრობლემურ რეგიონებში პრობლემის აღმოფხვრაზე დაიხარჯება.
ასეთ პირობებში ბიოტუალეტები პრობლემის ეკომეგობრული გადაწყვეტაა. ის სანიტარული ნარჩენების დეგრადირებას ბიოქიმიის დახმარებით ახერხებს. ამასთან, წყლის რესურსის დაზოგვაც ხდება. ეს ალტერნატივა შეუცვლელია ისეთი მასშტაბური ღონისძიებებისას, როგორიც კონცერტი, ან მშენებლობაა, ასევე, ნებისმიერი ისეთი გამოუვალი სიტუაცისას, რომელიც საკანალიზაციო სისტემებზე წვდომას, წყალმომარაგებას თუ ელექტროენერგიის გამოყენებას გამორიცხავს.